ნორვეგიელი ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკი ტერაქტს 9 წელი ამზადებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი "Daily mai" ბრეივიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანული გაზეთის წერს, რომ ბრეივიკის ტერაქტის იდეა 2002 წელს ლონდონში გამართულ შეხვედრისას დაებადა, სადაც გადაწყდა, რომ ტამპლიერების სამეფო ორდენი უნდა აღდგენილიყო.
მისივე თქმით, მხოლოდ ტერაქტის მომზადებისთვის მან 300 ათასი ევრო დახარჯა.
გარდა ამისა, ბრეივიკმა ოპერაციის წინ "მაღალი კლასის გოგო" გამოიძახა, რადგან ტერორისტი ფიქრობს, რომ "სერიოზული ურთიერთობებს შესაძლოა მისი გეგმებისთვის ზიანი მიეყენებინა".
აღსანიშნავია, რომ ნორვეგილები დღეს, სამართლადამცველების ავტომანქანას დაესხნენ, რომლითაც ტერორისტულ აქტის მოწყობაში ეჭვმიტანილის ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკი სასამართლო პროცესზე გადაყავდათ. შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ნორვეგიაში, ოსლოს ცენტრში მომხდარ აფეთქებასა და ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 93 ადამიანი და ასზე მეტი მოქალაქე დაშავდა.