მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს მოქალაქეობა 199 ადამიანს შეუწყდა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის "საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ" ბრძანებულებაში.
პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, 199 ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით შეუწყდათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობიდან გასული პირებში 81 ადამიანი ეთნიკურად ქართველია, ხოლო დანარჩენი 118 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, რომელთა უმრვალესობაც საქართველოში არიან დაბადებულები.