"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ოპოზიცია სუსტია.
"ოპოზიცია სუსტია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ოპოზიცია არც ერთ დიქტატორულ ქვეყანაში არა არის ძლიერი. ოპოზიცია თუ ძლიერია, აქვს დაფინანსება, ჩნდება ტელეეკრანებზე, მაშინ ქვეყანა დემოკრატიული ყოფილა. საქართველოში, ქართულ ოპოზიციას არც ერთი ის რესურსი არ აქვს, რაც მისი სიძლიერისთვის არის აუცილებელი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან არაფორმალურ შეხვედრაზე.
ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, ფაქტია ისიც, რომ "ხელისუფლება ასე მარტივად არ წავა".