პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს ოფისში გაიმართა პარტიის ლიდერების კახა კუკავას და მიმი გაბრიჩიძის შეხვედრა სომხეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერებთან მიქაელ ჰეირაპეტიანთან და დიანა ჰეირაპეტიანთან.
საუბარი შეეხო თანამშრომლობას როგორც სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის განვითარების შესაძლებლობებს, ასევე ბოლო პერიოდში განვითარებულ ქართულ-სომხურ საეკლესიო დავას.
უახლოეს პერიოდში გამოქვეყნებული იქნება პარტნიორი პარტიების ერთობლივი განცხადება თანამშრომლობის შესახებ.