მიმდინარე თვეში, უცხო ქვეყნების 116 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა "უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ" ბრძანებულებას ხელი უკვე მოწერა.
ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული 91 რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებია, რომელთა უმეტესობაც ეთნიკურად ქართველია.
ასევე საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის ერთ მოქალაქეს, უზბეკეთის - 1, სომხეთის - 11, ამერიკის შეერთებული შტატების - 1, ბელორუსის -1, ირლანდიის - 1, ყირგიზეთის - 2, ყაზახეთის - 1, თურქეთის - 1, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის - 2, ისრაელის - 1 და მოლდოვას - 2 მოქალაქეს მიენიჭა.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 12 მოქალაქემ მიიღო, საიდანაც ეთნიკური ქართველი მხოლოდ ერთია.