დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, კომპიუტერების ქარხანა დაათვალიერა, რომელიც კომპანია "ინტელთან" პარტნიორობის შედეგად აშენდა. კომპიტერების ქარხანას წელიწადში მილიონამდე ნეთბუკი წარმოება შეეძლება.
"ისტორიულ პროცესს ვესწრებით. ეს არის პირველი მაღალტექნოლოგიური პროდუქტის წარმოება საქართველოში. აქამდეც გვქონდა პატარ-პატარა გამონათებები მაღალტექნოლოგიური კუთხით. რამდენიმე წელიწადში ვფიქრობ ყველა მოსწავლეს ექნება სკოლაში ნეთბუკი. ამის შედეგი გვექნება ჩვენ 10-15 წელიწადში და გაიზრდება თაობა, რომლებიც სხვანაირად იაზროვებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
2010-2011 სასწავლო წელს 60 000-მდე პიველკლასელი მიიღებს სახელმწიფოსგან საჩუქრად აღნიშნულ ქარხანაში დამზადებუ ნეთბუკს. სულ დასაქმებულია 100-მდე ადამიანი. მათი საშუალო ხელფასი 500-700 ლარია.