"თელასის" ქვესადგურში "დიდი ნავთლუღი" სარემონტო სამუშაოების გამო 26 ივლისს 10 საათიდან 18 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის, II ნავთლუღის დასახლების I, II, III და IV ქუჩების და ნავთლუღის დასახლების ნაწილის მაცხოვრებლებს.
ხოლო 27 ივლისს 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ქიზიყის, ნაკადულის, ქაიროს, ჯავახეთის და ოცხერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.