პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს 26-27 ივლისს გამართავს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გაცხადდა, პოლონეთის პირველ პირს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მიიღებს. ამავე ქალაქშია დაგეგმილი სხვა ოფიციალური შეხვედრებიც.
ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა ბრონისლავ კომოროვსკი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლონელ წარმომადგენლებსაც შეხვდება.
ამასთან, დაგეგმილია კულტურულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიც გაფორმებაც.
"საქართველოს პოლონეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ჩვენ ვცდილობთ ეს ურთიერთობები შევინარჩუნოთ და ეს ვიზიტი ამის დასტურია", - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნინო კალანდაძემ.
აღსანიშნავია, რომ ეს ბრონისლავ კომოროვსკის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტია.