საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დღეიდან საქართველოში რეგისტრირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილთა ყოველწლიური სავალდებულო რეგისტრაცია დაიწყო.
პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 30 ივლისის ჩათვლით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მდებარე სამინისტროს დროებითი წარმომადგენლობის შენობაში.
ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისთვის, 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება თბილისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობაში. მის: თამარაშვილის ქ. N15ა.
ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც ზემოაღნიშნულ ვადებში საპატიო მიზეზით ვერ გაივლიან რეგისტრაციას, უნდა გამოცხადდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობაში - მის: თამარაშვილის ქ. N15ა.