ფოტორეპორტიორ გია აბდალაძის განცხადებით, ის კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებს.
„ჩემი, როგორც რეპორტიორის კარიერა ცუდად, მაგრამ დამთავრდა. შეიძლება გადავიღო დაბადების დღეები, ქორწილები. აბა, წამოგიდგენიათ, მე პოლიტიკური პრესკონფერენციები ან მიტინგები როგორ უნდა გავაშუქო?", - განაცხადა აბდალაძემ „გაზეთ კვირის" პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით„როდესაც გეუბნებიან, რომ გათავისუფლებენ, ციხეში მყოფი ამ დროს გაკვირვების უნარს კარგავ და კითხვა აღარ გიჩნდება, რატომ დაგიჭირეს ან რატომ გათავისუფლებენ.
„ციხე პარალელური სამყაროა, სადაც ცხოვრება ძალიან მძიმე... ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ეს იყო მეორე ციხე ცხინვალის შემდეგ ღმერთმა დამიფაროს, მეტს ვეღარ გავუძლებ, მიუხედავად იმისა, რომ მეგონა, ძლიერი ვიყავი. ..", - განაცხადა აბდალაძემ.
მისი თქმით, იყო მომენტი, ვენების გადაჭრაზეც , რომ ფიქრობდა.
„ეკა ბესელია მეუბნეოდა, მედია და საზოგადოება მხარს გიჭერს, არ დათმო ჩვენ მაგრად ვდგევართო. იქ საკანში მივხვდი, რომ ადამიანის ყველაზე დიდებული თვისებებია მოთმინება და მიტევება. მიტევება კიდევ უფრო დიდებულია და წრფელად მიტევება მხოლოდ ჩვენს პატრიარქს შეუძლია. საკანში კედელზე უწმინდესის სურათი იყო, როგორც კი უიმედობა მეუფლებოდა, ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ძალას მაძლევდა. ვფიქრობდი პატრიარქზე, მის თანადგომაზე. მჯეროდა, რომ გვერდით დამიდგებოდა, და ჩემს ოჯახზე, რომელზე ძვირფასიც არავინ და არაფერი მაბადია. პატრიარქის სურათმა არ მომცა თავის მოკვლის უფლება", -აცხადებს ინტერვიუში აბდალაძე.