"ბულგარიაზე" კიდევ ხუთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ორი მათგანი ქალია, სამის სქესობრივი კუთვნილება კი ამჟამად დგინდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შედეგად "ბულგარიაზე" დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 120 ადამიანამდე გაიზარდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი კიდევ სამი ადამიანი ითვლება.
მათი ძებნა ფსკერზე, სანაპირპოზე და თავად გემზე გრძელდება. სანაპირო ზოლის შემოწმება 12 კილომეტრის მანძილზე მიმდინარეობს.
"საძიებო სამუშაოებში ჩართულია 1000 მდე ადამიანი, მათგან 47 მყვინთავია. იქვე მუშაობს 12 ფსიქოლოგი და 200 ერთეული ტექნიკა", _ იუწყება რუსიული მედია და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ მას შემდგე რაც "ბულგარიას" მთლიანად ამოიტანენ ნაპირზე მისი უტილიზება მოხდება. "ეს ხომალდი მეტი აღარასოდეს არ გავა რეისში", _ აცხადებს კუიბიშევის სახელობის ფლოტის სარემონტო ბაზის წარმომადგენელი.