ჩუკოტკაზე ვერტმფრენ "მი-8"-ს ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანიდან სამი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გადარჩნენ ვეტრმფრენის მეთაური და ერთი პილოტი, რომლებიც ამჟამად სამედიცინო პუნქტში იმყოფებიან.
"სულ ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის სამი წევრი და ორი მგზავრი. ვერტმფრენის კატასტროფა გამოიწვია იმან, რომ დაშვებისას მისი ძრავა გაჩერდა. ჩამოვარდნის შემდეგ კი ვერტფრენს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია", _ იუწყება რუსული მედია.