დღეს, 25 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია კიევში გაემგზავრება.
როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის პატრიარქ კირილთან.
აღსანიშნავია, რომ ილია მეორემ გუშინ მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს, რათა მისი და კირილის კიევში დაგეგმილი შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდეს.
"გთხოვთ, ილოცოთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგებით დავბრუნდეთ", - აღნიშნა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.