დღეს, 25 ივლისს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა ქულები გამოქვეყნდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, საგრანტო კონკურსის მონაწილეთა ქულები მათ ვებ-გვერდზე 15:00 საათისთვის განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ წელს გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესებისთვის ერთმანეთს 6 ათასზე მეტი სტუდენტი უწევდა კონკურენციას.