დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველი რაუნდის კენჭისყრა გაიმართა. ღონისძიებას უეფას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ჯანი ინფანტინო უძღვებოდა. გუნდები ასეთი თანმიმდევრობით დაწყვილდნენ:
შტუტგარტი - ბარსელონა; ოლიმპიაკოსი - ბორდო; ინტერი - ჩელსი; ბაიერნი - ფიორენტინა; სევილია - ცსკა; ლიონი-რეალი ;პორტო - არსენალი; მანჩესტერი - მილანი.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ გუნდებს მცირე უპირატესობა აქვთ - ისინი პირველ თამაშს სტუმრად გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე 22 მაისს გაიმართება.