„წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენლები აქციას ყოველ კვირას გამართავენ. როგორც დღეს გამართულ აქციაზე აღნიშნული მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აქცია ყოველ კვირას 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება.
დღევანდელი აქციის დასასრულს წაიკითხეს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა, რომელშიც 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
"წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერ ირმა ინაშვილის თქმით, აუცილებელია შეიქმნას ევროპარლამენტარებისა და ევროკომისრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც 26 მაისის მოვლენებს გამოიძიებს.