სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებას ხვალ მერიასა და საკრებულოსთან გააპროტესტებენ. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე იქნა მიღებული. მერიასთან აქცია 13:00 საათზე დაიწყება, საკრებულოსთან კი 15:00 საათზე.
ორგანიზატორების განცხადებით, აქციის ძირითადი მიზანია სატრანსპორტო საშუალებებზე უსამართლოდ გაძვირებული ფასების გაპროტესტება და ე.წ. "მარშუტკებზე" მიმდინარე წლის 15 ივლისამდე არსებული ტარიფების დატოვებაა.
"სატრანსპორტო საშუალებებზე მგზავრობის ღირებულების მომატების მიზეზად სამარშრუტო ტაქსის მაღალი ფასი და კომფორტი დასახელდა. ახალ სამრშრუტო ტაქსებზე გაზრდილმა ფასმა მოსახლეობის მხრიდან გაძვირებულ მარშრუტკებით მგზავრობაზე უარის თქმა გამოიწვია, ამიტომ სხვა ხაზებზე მოძრავი ძველი ტაქსების მფლობელებიც აიძულეს, ფასები გაეზარდათ. დღეს ხალხი ერთად უნდა დადგეს და გააპროტესტოს ეს ფაქტი, რადგან თუ არსებული სიტუაცია არ შეიცვალა, არის ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ავტობუსისა და მეტროს მგზავრობის საფასურსაც გაზრდიან, მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური კი 1 ლარამდე კი გაზარდონ", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქცია იმართება საზოგადოების და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინიციატივით.