პოპულარული ბრიტანელი მსახიობი შონ ბინი შეუერთდა ფილმ "ფიფქია 3D" მსახიობთა დასს. ფილმს რეჟისორი ტარსემ სინხი მონრეალში იღებს. მსახიობს მოუწევს მეფისა და ფიფქიას მამის როლის შესრულება .
შეგახსენებთ,რომ ფილმში მონაწილეობენ ჯულია რობერტსი რომელიც ბოროტი დედოფლის როლს განასხიერებს. მთავარ როლებს ფილმში ლილი კოლინზი და პრინცის როლის შემსრულებელი არმი ჰამერი განასახიერებენ.
ფილმი გაქირავებაში 2012 წლის მარტში გამოვა.
შონ ბინისათვის მონარქის როლის შესრულება უცხო არ არის. ამ მომენტისათვის მას იღებენ სერიალში „ტახტების თამაში".