BBС -მ დაიწყო დრამატული სერიალის The Hour (საათი) ეთერში გაშვება, რომელიც 1950-იან წლებში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები სამი ჟურნალისტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. როგორც გაზეთი The Daily Mail წერს The Hour (საათი) არის BBС პასუხი ამერიკულ სერიალ "Mad Men"-ზე რომელიც 1960 წლების აშშ -ს სარეკლამო სააგენტოს ცხოვრებას ეხება.
„The Hour" (საათი) ექვსი სერიისაგან შედგება თითოეული 60 წუთი. სერიალი BBС 2 და BBС HD გადის. მთავარ როლებში მონაწილეობენ ბენ უინშო, დომენიკ უესი და რიმოლა გარაი. სერიალის მთავარი გმირს ბელ როულს, ჰყავს რეალური პროტოტიპი - გრეის უინდჰემ გოლდი, რომელიც 1940 წლებში BBС - ში მუშაობდა.
სერიალი მოგვითხრობს, თუ რამდენად რთული იყო 1950 იან წლებში აქტუალურ პოლიტიკაზე გადაცემის გაკეთება: იმ დროისათვის ბევრი პოლიტიკოსი და BBС ხელმძღვანელი წინააღმდეგი იყო მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბები პირდაპირი ეთერით გასულიყო. ამასთან,მათ სურდათ აეკრძალათ ტელევიზიით პარლამენტში მიმდინარე დებატების განხილვა.
შეშლილები (Mad Men) ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალია. 2011 წელს იგი შეყვანილია "ემი"-ს პრეტენდენტთა სიაში ნომინაცია "ყველაზე დრამატული სერიალი". მანამ, სერიალს ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მიღებული აქვს ეს პრემია ამავე ნომინაციაში.