იემენში, ზღვისპირა ქალაქ ადენში განხორციელებულ ტერაქტს 8 ჯარისკაცი ემსხვერპლა და 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას იემენის სამართალდამცველი უწყებები ავრცელებენ. მათი ცნობით, აფეთქება ადენის სამხედრო ნაწილთან იმ დროს მოხდა, როდესაც ჯარისკაცების ნაწილი აბიანის პროვინცია აბიანში წასასასვლელად ემზადებოდნენ.
როგორც იემენის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ჯარისკაცები აბიანში "ალ-ქაედას" დაჯგუფებებთან საბრძოლველად მიემართებოდნენ.