სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს, რათა მისი და რუსეთის პატრიარქის კიევში დაგეგმილი შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდეს.
როგორც პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კიევში ხვალ გაემგზავრება, სადაც რუსეთის პატრიარქ კირილის გარდა, შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გაიმართება.
"გთხოვთ, ილოცოთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგებით დავბრუნდეთ", - აღნიშნა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.