ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული ქართველი გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას საქართველოს საელჩოც ცდილობს.
როგორც დანიაი საქართველოს კონსული ნინო ქოჩორაშვილი აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის სამეფოს შესაბამის უწყებებთან საელჩოს ინტენსიური კავშირი აქვს.
"გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური კავშირი გქვონდა ნორვეგიის სამეფოს შესაბამის უწყებებთან. ჩვენი ოფიციალური ინფორმაციით, ძებნის პროცესი ჯერჯერობით არ არის დასრულებული. ღაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ნათია ჩხეტიანთან დაკავშირებით საქმის კურსში ვართ. ისს კარგადაა, ოსლოშია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თამთა ლიპარტელიის ადგილსამყოფელის მოძიება კი ამ დრომდე ვერ მოხერხდა და იგი ამ ეტაპისთვის კვლავ დაკარგულთა სიაში ირიცხება", - აცხადებს ქართველი დიპლომატი.
შეგახსენებთ, რომ ოსლოს ცენტრში მომხდარ აფეთქებასა და ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული შემზარავი თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი მოქალაქე დაშავდა., მათ შორის ორი ქართველი იყო.