დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გარუჯვის შედეგად მიღებული დამწვრობით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს.
24 წლის გოგონამ გარუჯვა ამჯერად ლეღვის ფოთლების გარეშე, თბილისის ზღვაზე სცადა. ექიმების შეფასებით, მას სხეულის 60% აქვს დამწვარი.
დაშავებულსდამწვრობა გულ-მკერდის, მკლავებისა და ზურგის არეში აქვს მიღებული.
პაციენტს მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სტაციონარულ მკურნალობას დამწვრობის ცენტრში განაგრძობს.