ირანის ბირთული პროგრამის მთავარი ფიზიკოსი, 35 წლის დარიუშ რეზაი საკუთარი სახლის ეზოში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რეზაის ცეცხლი მოტოციკლიდან გაუხსნეს. თავდასხმის დროს დაიჭრა მისი მეუღლეც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რეზაი ბირთვულ პროგრამაში მუშაობის გარდა ლექტორიც იყო. ის ჩრდილო-დასავლეთ ირანის ქალაქ არდებილში, მოჰაქექ არდებილის ტექნიკურ კოლეჯში ასწავლიდა.
ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ფოზიკოსები ირანში 2010 წლის ნოემბერშიც მოკლეს. ირანმა აღნიშნული ფიზიკოსების მკვლელობაში ისრაელის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები დაადანაშაულა.