ნორვეგიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული. ინციდენტის ადგილას დაღუპულთა ახლობლებისა და უბრალო მოქალაქეების რიგები არ წყდება. ისინი იქ ყვავილებით მიდიან და სანთლებს ანთებენ.
პოლიცია კი მეორე ბოროტმოქმედს ეძებს, რომელიც 34 წლის ნორვეგიელთან ერთად სტუდენტურ ბანაკში შეიჭრა და ახალგაზრდებს ცეცხლი გაუხსნა.
სამართალდამცველები დამნაშავეს თვითმხილველების მონათხრობიდან შედგენილი ფოტორობოტის მეშვეობით ეძებენ.