ჩინეთში, ჩქაროსნული მატარებლის ავარიის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჟეიჟანგის პროვინციაში კატასტროფა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ამ წუთებში ავარიის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
ავარია მატარებლის რელსებიდან გადავრდნამ გამოიწვია. ჩინეთის რკინიგზის დეპარტამენტის ინფორმაციით, მატარებელს 1400 მგზავრი გადაჰყავდა.