ოსლოში, ტერაქტის შედეგად დაკარგული ქართველის, თამთა ლიპარტიას ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.
ის იმ საგაზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა, სადაც ნორვეგიელმა მამაკაცმა 100 სტუდენტი ჩაცხრილა.
32 წლის თავდამსხმელმა, რომელიც პოლიციელის ფორმაში იყო გადაცმული, ყველა სტუდენტს ერთად შეკრებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი მათ ცეცხლი გაუხსნა.
ბანაკში ორი ქართველი გოგონა იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი - ნათია ჩხეტიანი ინციდენტს შემთხვევით გადაურჩა.