რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან პიერ მორელს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, "საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს იმ კონტექსტში, რომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამართეს შეხვედრები", _იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.