ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის, არნოლდ შვარცნეგერის უმცროსი ვაჟი, მალიბუს პაჟზე მომხდარი ინციდენტის შემდგომ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწებულებაში აცხადებენ, კრისტოფერ შვარცნეგერი საკმაოდ ძლიერია და ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება.
13 წლის მოზარდი, სერფინგის დროს დაშავდა და ინციდენტისას ფილტვი დაუზიანდა. კრისტოფერი საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით მიიყვანეს. პატარა შვარცნეგერი ამ დროისათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება და მკურნალობას გადის. მარია შრაივერი (დედა) ბავშვს საწოლიდან არ შორდება და ღამეებსაც შვილთან ერთად ათენებს. ხოლო რაც შეეხება თავად არნოლდ შვარცნეგერს ის სავადმყოფოში შეძლებისდაგვარად ხშირად ნახულობს შვილს.