დღეს, 23 ივლისს, 15.00 საათზე ქ, წალენჯიხაში (მისამართი: ლევან დადიანის ქ. № 13) დაკრძალავენ "თავისუფალი საქართველო"-ს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი (გუგე) ცანავას.
გიორგი ცანავა 18 ივლისს, გამთენიისას გულის შეტევით გარდაიცვალა.
2004-2008 წლებში გუგე ცანავა იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
ცანავა პროფესიით ექიმი-ქირურგი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსეთისა და საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში.
2002-2003 წლებში იყო ქ. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე.
2010 წლიდან ცანავას პარტია „თავისუფალი საქართველო"-ს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა.