ხვალ, 23 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო "ერა პალასში" პროექტის ,,ბათუმის პოლიტიკური თამაშების" მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიალს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" და USAID -ის წარმომადგენლები, ასევე, პროექტში ჩართული პოლიტიკური პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტში მონაწილეობენ "ეროვნული ფორუმის", "თავისუფალი-დემოკრატების", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის", "ჩვენ თვითონის", "ახალი მემარჯვენეების", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ლეიბორისტული პარტიის" რეგიონული ორგანიზაციების ახალგაზრდული ფრთისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები.
"პოლიტიკური თამაშები" "ახალგაზრდული ფორუმისა" და ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ერთობლივი პროექტია, რომელიც აშშ განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ორი სეზონი თბილისში, ქართველ ახალგაზრდებს შორის უკვე გაიმართა. ასევე, ჩატარდა "პოლიტიკური თამაშები" სამხრეთ-კავკასიური ფორმატით, რომელშიც მონაწილეობა ქართველების გარდა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმაც მიიღეს.