ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც დასავლური მედია საშუალებები იუწყებიან, ასაფეთქებელი ნივთიერება ოსლოს ცენტრში, მთავრობის სახლთან აფეთქდა. ახლომდებარე ოფისებიდან მიმდინარეობს ევაკუაცია.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანიც. მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.