ვანის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულმა დევნილებმა დახმარება მიიღეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა დღეს დევნილებს ტვირთი ჩაუტანა. დაზარალებულებს ყველა ის აუცილებელი ინვენტარი გადაეცათ, რაც სჭირდებათ: საწოლები, ლეიბები, თეთრეული, ჭურჭლის კომპლექტი და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები.
ვანის რაიონში, ყოფილ ბალნეოლოგიურ კურორტ „ამაღლებაში" ხანძარი გუშინ გაჩნდა. დევნილთა საცხოვრებელი მთლიანად განადგურდა. სამინისტრომ დევნილებს საყოფაცხოვრებო ინვერტართან ერთად ალტერნატიული ფართიც შესთავაზა. სამინისტრო დაზარალებულ დევნილბს მაქისმალურად დაეხმარება.