"რუსული აგრესიის კვალი საქართველოს ეკოსისტემასაც უქმნის საფრთხეს" _ ამაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს აგრესია კიდევ ერთხელ გაიხსენა.
პრეზიდენტის განმარტებით, შარშან რუსეთის მიერ გატარებული აგრესიული პოლიტიკის შედეგებმა ქვეყანაში გლობალური დათბობის საშიშროება კიდევ უფრო გაზარდა და ქვეყნის ეკოსისტემა საფრთხის ქვეშ დააყენა.
სააკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს აგვისტოს ის დღეებიც გაახსენაა, როდესაც რუსეთმა საქართველოში ეკოციდი მოაწყო და ტყეების განადგურება სცადა. განცხადებები სოჭის ოლიმპიადაზეც გაკეთდა, რომელსაც მოსკოვი ქართული სასარგებლო წიაღისეულისა და ეკოსისტემის განადგურების ხარჯზე ამზადებს.
"მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც უკანონოდ დაესხნენ თავს და მისი ტერიტორიის ნაწილი დღესაც ოკუპირებულია მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიერ, რომელიც სიდიდით ათჯერ აღგვემატება. მე წარმოვადგენ ქვეყანას სადაც ეთნიკური წმენდა გახორციელდა. ქვეყანაში სადაც 5 მილიონზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს 500 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს. საქართველო კლიმატის ცვლილებებთან ეფექტურ ბრძოლას გააგრძელებს. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით გაეროს შესაბამისი კონვენციებისა. ჩვენ პატარა ოკუპირებული ქვეყანა ვართ, თუმცა კლიმატური პრობლემების დასაძლევად ყველანაირ ზომებს ვიღებთ. საქართველოში ელექტროენერგიის 80 % ზე მეტს ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებს. ამ მხრივ ჩემი ქვეყანა ევროპაში ერთი-ყველაზე დაცული სახელმწიფოა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. ჩვენ ვაპირებთ ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა ენერგის ექსპორტს მთელს რეგიონში.
ეს იქნება ეკოლოგიურად სუფთა ენერგია, რომელიც უსაფრთხოების მეტ გარანტიას მოგვცემს",_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სიახლე აქვს.
საქართველო ატარებს ახალ ექსპერიმენტებს. "მაგალითად, ზღვისპირას მდებარე პატარა სასტუმროები მთლიანად მომარაგდება ჰიდრორესურსებით, ხოლო 90 % ენერგიისა მიღებული იქნება წყლისგან. ეს უახლესი ტექნოლოგიაა. ეკონომიურად გამართლებული და ეკოლოგიურად სუფთა. გვაქვს ექსპერიმენტები ქარის ენერგის გამოყენებასთან დაკავშირებითა და სხვა მიმართულებითაც. მაგრამ არსებობს კლიმატისთვის ხელოვნურად შექმნილი გამოწვევებით რომელთა შეჩერებაც აუცილებელია. ვგულისმობ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელივ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში შეიქმნა.
აფხაზეთში სადაც საოკუპაციო რეჟიმი ზღვის სანაპიროს ჩამოქცევას ახდენს. ყველაზე გამორჩეულ ნაწილს პირდაპირ, ყოველგვარი ნორმების გარეშე ანგრევენ. ქვიშის ამოღება და მშენებლობისათვის საჭირო მასალების მოპოვება სოჭის ოლიმპიადისთვის ხდება. ოლიმპიური თამაშები უნდა იყოს მშვიდობისა და ადამიანური მისწრაფებების ზეიმი თუმცა ის უკვე გადაიქცა ბუნების განადგურების მოზეზად. ეროზიის პროცესმა გამოიწვია მეწყერები და კლიმატური ცვლილებები, რომლის შედეგებსაც უკვე ვიმკით ან მომავალში ვიგრძნობთ. ვიცი, რომ აფხაზეთიდან უკვე გაიტანეს იმაზე 30-ჯერ მეტი მასალა ვიდრე თავიდან ჰქონდათ დაგეგმილი და გაანადგურეს მთელი სანაპირო. ეს საგანგაშოა, მაგრამ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ არ შეგვწევს ძალა, რომ უკანონობას აღვუდგეთ წინ, რადგანაც ოკუპაცია გრძელდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ სრულდება. მათ ჩემს ქვეყანაში დამობმეს ბორჯომის ხეობა. ბორჯომის ტყეები მტრის ბომბებმა გაანადგურა. ეს შეგნებულად განხორციელებული ქმედება იყო, რადგანაც საბრძოლო მოქმედებები ამ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა. ეს პრობლემები აუცილებლად უნდა გადაიჭრას და ჩვენ მათ ერთად უნდა აღვუდგეთ წინ",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.