გურჯაანში, აფენი - გურჯაანის ავტომაგისტრალზე მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად მანქანას ცეცხლი მოედო და მთლიანად დაიწვა. შვიდივე მგზავრმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.
მანქანა მას შემდეგ აფეთქდა, რაც ბუნებრივი აირით გასამართ სადგურზე გაზი აიღო და მაგისტრალზე გადავიდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია. ცეცხლი სახანძო - სამაშველო ბრიგადამ ჩააქრო.
მომხდართან დაკავშირებით გურჯაანის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.