ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, ჰენანის პროვინციაში ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო სინხუა იუწყება, კატასტროფას 41 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტობუსში სულ 47 ადმაიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც მხოლოდ 6 გადარჩა.
ამ დროისთვის უცნობია თუ რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.