უდოს კომისიაში პარლამენტის კვოტის დასაკავებლად ისევ დიმიტრი ლორთქიფანიძე და ეკა ხერხეულიძე არიან წარდგენილი. ამის შესახებ განცხადება პარალმენტის თავმჯდომარემ დღეს სესიაზე გააკეთა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, უმცირესობამ პატიმრების ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაში დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა, უმრავლესობამ კი ეკა ხერხეულიძე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს გაიმართება.
უდოს კომისია ახალი პრინციპით 1-ლი სექტემბრიდან მუშაობს.
პარლამენტის წევრები კი 3-თვიანი როტაციის წესით უნდა შეიცვალონ. პირველი წარდგინებით უდოს კომისიაში დიმიტრი ლორთქიფანიძე და ეკა ხერხეულიძე მუშაობდნენ. როტაციის შემდეგ კი არც უმრავლესობამ და არც უმცირესობამ კვოტის შეცვლა არ ისურვა.
დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ უდოს კომისიის წვერები მომავალი სამი თვის განმავლობაში ისევ დიმიტრი ლორთქიფანიძე და ეკა ხერხეულიძე იქნებიან.
პატიმრების ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია ყოველი თვის ბოლო რიცხვებში იმართება. პატიმრების განცხადების და ციხის ხელმძღვანელების რეკომენდაციების საფუძველზე ხდება პატიმართა ვადამდე ადრე გათავისუფლება.