ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გობრონეთში ბათუმის არქეოლოგური მუზეუმის თანამშრომლებმა ბრინჯაოს ნაკეთობებს - უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს მიაკვლიეს.
ნაპოვნია ასევე ბრინჯაოს ზოდი, რომლისგანაც სამეურბეო და საბრძოლო იარაღს ამზადებდნენ. ნასახლარი დაახლოებით 5 000 წლის წინანდელია სადაც კოლხური ტომები ცხოვრობდნენ.
გათხრების შედეგად რკინის მეტალურგიის ნაშთებიც იპოვეს. ამ აღმოჩენით დასტურდება, რომ ჭოროხის აუზის მკვიდრი კოლხები ბრინჯაოსა და რკინის ნიშნებს თავად ქმნიდნენ და აქტიურადაც მოიხმარენ.
ასევე ნაპოვნია რომაული ხანის ქვევრი, რომელშიც ყურძნის ნარჩენებია შემორჩენილი. ექსპერტები ამჟამად ყურძნის ჯიშის დადგენას ცდილობენ.