დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან შეკრებილი ჟურნალისტები პატრიარქს ხვდებიან.
მანამდე კი საპატრიარქოსთან დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. როგორც "ალია ჰოლდინგის" ერთ-ერთმა რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ განაცხადა, ეს არის სოლიდარობის აქცია და არა მხარდამჭერი. ვთხოვოთ მის უწმინდებობას, უშუამდგომლოს დაკავებულ ფოტოგრაფებს პირობით გათავისუფლებაზე.
"ეს არის სოლიდარობის აქცია. ეს არ არის საპროტესტო აქცია და გამოვხატავთ სოლიიდარობას დაკავებული ფოტოგრაფების მიმართ. პატრიარქს ვთხოვთ, რომ შუამდგომლობა გაუწიოს სამივე ფოტოგრაფს პირობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსნებეთ, რომ 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს. გამოძიებამ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე. გამოძიებას აღიარებთი ჩვენება მისცა ირაკლი გედენიძემაც. გავრცელადა ინფორმაცია, რომ ბრალი აღიარა ზურაბ ქურციკიძემაც. აღიარებითი ჩვენება მისცა გიორგი აბდალაძემაც.
ცნობილი გახდა, რომ სამივე მათგანმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა.