უკრაინის ექს-პრემიერმა იულია ტიმოშენკომ კორპორაცია "უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემების" ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის დროს 1995-1997 წლებში თავისი საკრედიტო ბარათიდან ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი ქურქებისა და ძვირფასეულობის შეძენაში დახარჯა. ეს განცხადება უკრაინის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა გააკეთა.
მისი თქმით, 1990 -იან წლებში უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემები, ტიმოშენკოს ხელმძღვანელობის ქვეშ უკრაინისათვის, უკრაინის მთავრობის გარანტიის ქვეშ გაზპრომისგან გაზს ყიდულობდა. კუზმინის მიერ მიერ წაკითხულ აშშ-ს იუსტიციის ორგანოების დოკუმენტებში ნათქვამია, რომ უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემები რიგი ოფშორული კომპანიების მეშვეობით უკანონოდ რიცხავდა ფულს ნაკლებად ცნობილი კვიპროსული ფირმის "სომალი ინტერპრაიზის " ანგარიშზე. იმის ნაცვლად რომ ეს ფული გაზპრომისთვის გადაეხადა, უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემებმა ამ კომანიას დაახლოებით 180 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა.
"გამოძიებას აქვს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "სომალი ინტერპრაიზი" დან ფული პირადა ტიმოშენკოს განკარგულებაში გადაირიცხა. პირადი საჭიროებისათვის კი მან ამ თანხიდან მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა", _ აცხადებს კუზმინი და აღნიშნავს, რომ ამას გარდა, ტიმოშენკომ სასტუმროებში, ბარებსა და რესტორნებში 150 ათასი აშშ დოლარი დახარჯა.