ე.წ. ღორის გრიპით აფხაზეთში სამი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსეთ დაავადებულთა რაოდენობამ იქ 1000 გადააჭარბა.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის დალილა ხორავას, განცხადებით ამ მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგანგაშო მდგომარეობაა. დაავადებულთაგან 5 უმძიმეს მდგომარეობაშია.
"სამედიცინო დაწესებულებებს აფხაზეთში მიმართა 1350 ვირუსით ინფიცირებულმა ადამიანმა. მათ შორის ჰოსპიტალიზებულია სოხუმში 60 ადამიანი და 5 უმძიმეს მდგომარეობაშია. 16-17 დეკემბერს სოხუმის რაიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა 3 ავადმყოფო და როგორც ჩვენი კოლეგები გვეუბნებიან, ძალიან საეჭვოა რომ ეს 3 ადამიანი არის გარდაცვლილი ამ ვირუსით",_ აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა.
რადგან, სოხუში შესაბამისი აპარატურა არ არსებობს ჯერ-ჯერობით ლაბორატორიულად ვერც ერთი შემთხვევა ვერ დასტურდება. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ურჩევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოსახლეობას ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ზუგდიდში გადავიდნენ სადაც მათ უმკურნალებენ.