იემენის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, "ალ-ქაიდას" ლიდერი, რომელიც იემენის მთავრობამ ძებნილად გამოაცხადა, ჯართან შეტაკების შემდეგ დაიღუპა.
აიეტ ალ შაბვანი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი იყო მარიბის პროვინციაში. მარიბის პროვინცია დაჯგუფების წევრების ერთ-ერთ მთავარ თავშესაფრად ითვლება.
მინისტრის თქმით, მასთან ერთად ლიკვიდირებულნი არიან მისი რამდენიმე თანამებრძოლიც. ასევე მოკლულია მეორე ლიდერი ავად ალ შაბვანი.