აშშ-მა, შესაძლოა, Green Card-ის გათამაშება შეწყვიტოს, შესაბამისი კანონპროექტი აშშ-ს კონგრესში უკვე შეტანილია, - წერს Associated Press.
უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს რესპუბლიკური პარტია მხარს დაუჭერს, რადგანაც მათი აზრით, შესაძლოა, ამ გზით ქვეყანაში ტერირისტებიც მოხვდნენ, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.
აშშ Green Card-ის ლატარიას 1995 წლიდან ათამაშებს და მას შემდეგ აშშ-ში ლეგალურაც მოხვედრის უფლება 785 ათასმა ადამიანმა მიიღო.