მაშველებმა ვოლგაში ჩაძირული თბომავალ "ბულგარიას" ფსკერიდან ამოღება დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს. ამ დროისათვის გემის ფსკერიდან ამოტანა დაწყებულია.
შეგახსნებთ, რომ კატასტროფა 10 ივლისს მოხდა. დადასტურებული მონაცემებით დაღუპულია 114 ადამიანი. სულ თბომავალზე 208 ადამიანი იმყოფებოდა, 114 დაიღუპა, 79 გადარჩა, 15 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.
გარდაცვლილთაგან 24 ბავშვია -16 გოგონა და 8 ბიჭი.