ქალი პატიმრები შვილებთან ერთად იცხოვრებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, სასჯელაღსრულების ქალთა ახალ დაწესებულებაში სპეციალური განყოფილების აშენება იგეგმება, რაც დაწესებულების ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს დედებსა და ბავშვებს ერთად ცხოვრების პირობები შეუქმნას.
შესაბანუს საგრანტო ხელშეკრულებას სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა დავით ჭაკუამ და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ხელმძღვანელმა იონი სკოგსტადმა ხელი უკვე მოაწერეს.
ახალი დაწესებულების გახსნა 2010 წლის მარტისთვის იგეგმება.