ქვესადგურში `ფონიჭალა" სარემონტო სამუშაოების გამო 22 ივლისს 14 საათიდან 17 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ზემო და ქვემო ფონიჭალის და გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძის, სურგულაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა ასევე შეეხება ელექტროშემდუღებელ და ასფალტის ქარხანას.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.