აშშ-ს ხელისუფლება შიშობს, რომ 11 სექტემბრისათვის "ალ ქაიდა" მსხვილ საწამოებში არეულობების შემოსატანად მასობრივი აქციების მოწყობას გეგმავს. მათი ვარაუდით, არეულობის მოსაწყობად ტერორისტული ორგანიზაციები იმ ადამიანებს გამოიყენებენ, რომლებიც ამ საწარმოებში საკმაოდ წარმატებულად ჰყავთ ჩანერგილი. ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
"ექსტრემისტებმა შეძლეს თანამდებობების დაკავება რიგ მნიშვნელოვან სამრეწველო დაწესებულებებში და ფიზიკური და კიბერიერიშების განხორციელებას გეგმავენ მაგალითად ისეთ დაწესებულებებში როგორებიცაა ქიმიური ან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები", _ ნათქვამია ანგარიშში და იქვე აღნიშნულია, რომ უტყუარი მონაცემების საფუძველზე არის სერიული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ექსტრემისტები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ აშშ-ს ობიექტებისათვის.