ჩინეთი მზადაა ნაწილობრივ დაამტკიცოს ვანუატუს მოთხოვნა და ტაივანის არაღიარების სანაცვლოდ მას საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ "Radio New Zealand"-ი ავრცელებს. ჩინეთის ელჩი ვანუატუში ჩენ შუპინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ვანუატუს მოთხოვნა ტაივანის არაღიარების სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხის გადახდის შესახებ.
მისივე თქმით, პეკინი მზადაა გადაიხადოს ნაწილი, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მოთხოვნილი 32 მილიონი აშშ დოლარიდან.