საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის სესიაზე დღეს მოხსენებით წარსდგება. გიორგი ტუღუში 2009 წლის პირველ ნახევარში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.
დოკუმენტში სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, დევნილების მდგომარეობაზე, სასჯელაღსრულებისა და სასამართლო სისტემებში არსებულ პრობლემებზე და რელიგიურ უმცირესობებზეა ყურადღება გამახვილებული.
"ანგარიშში საუბარია ბოლოდროიდელ მოვლენებზე, რომლებიც უკავშირდება 2009 წლის I ნახევარს. შეკრება-მანიფესტაციების თავისუფლებაზე, სასჯელაღსრულებაზე, პოლიციის და პროკურატურის საქმიანობაზე, სასამართლო საქმიანობაზე, რათქმაუნდა საუბარია ბავშვთა უფლებებზე, დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე ასევე ანგარიშში საუბარია უმცირესობების უფლებების დაცვაზე", _ აცხადებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
სახალხო დამცველის ანგარიშზე საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია "ქრისტიან დემოკრატები" ალტერნატიულ დადგენილების პროექტს წარადგენენ და ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას მოითხოვენ, რომლებზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი.