გია ყარყარაშვილი "საქართველოს ლეგიონის" თავმჯდომარეობიდან წავიდა. ამის შესახებ ყარყარაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" თავად განუცხადა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილება "გარკვეული გარემოებების გამო", მიიღო, თუმცა მისი დეტალური განმარტებისგან თავი შეიკავა.
"განცხადება გაკეთდება ცოტა ხანში. ეს მოხდა გარემოებების გამო", - განმარტა ყარყარაშვილმა.